logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თენგიზ ცერცვაძე: გავა წლები, თაობებს გადასცემენ და სტუდენტებს ასწავლიან, რომ საქართველოში 2015 წელს ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია დაიწყო დაიწყო
თენგიზ ცერცვაძე: გავა წლები, თაობებს გადასცემენ და სტუდენტებს ასწავლიან, რომ საქართველოში 2015 წელს ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია დაიწყო დაიწყო
13:09 22.01.2020
გავა წლები, ათეული წლები, თაობებს გადასცემენ და სტუდენტებს ასწავლიან, პირველად მსოფლიოში, ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

პროფესორის თქმით, ამ დრომდე არცერთ პროგრამას ამდენი სიცოცხლე არ გადაურჩენია.

,,მთელი მსოფლიოს ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მინიმალური შეფასებებით, ყოველ მესამე ცე ჰეპატიტით ავადმყოფს აუცილებლად უჩნდებოდა ღვიძლის ციროზი ან კიბო. ეს იმას ნიშნავს, რომ 60 ათასი ადამიანი რომ არ განკურნებულიყო, სულ ცოტა 20 ათასს ციროზი და კიბო განუვითარდებოდა, ან მოკვდებოდნენ ან დასჭირდებოდათ ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციაც კი არ არის გარანტია განკურნების. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, მათ შორის ტრანსპლანტოლოგიის განვითარებაზე და ეს დიდი საქმეა, მაგრამ სულ სქართველოში დღეისთვის შესრულებულია 50-მდე ტრანსპლანტაცია. უცხოეთში გაკეთებული ტრანსპლანტაციების რაოდენობა არ აღემატება 150-ს. სულ საქართველოში და უცხოეთში ტრანსპლანტაცია დაახლოებით 200-მა საქართველოს მოქალაქემ გაიკეთა. ამ პროგრამამ 20 ათასი ადამიანი ტრანსპლანტაციის გაკეთების საჭიროებას და სიკვდილს გადაარჩინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო ტრანსპლანტაცია დაახლოებით 80 ათასი დოლარი ჯდება, წარმოიდგინეთ აქ ეკონომიკურ ეფექტზე იყო ლაპარაკი, რამხელა ეკონომიკური ეფექტი მისცა, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი არაფერია 20 ათასი ადამიანის სიცოცხლესთან”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან პროექტის ისტორიულ მისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავა წლები, ათწლეულები და თაობებს გადასცემენ, რომ მსოფლიოში პირველად, 2015 წელს ინფექციური დაავადების ელიმინაცია დაიწყო.

,,პროექტს აქვს ორი ისტორიული მისია: ერთი, ქართველი ხალხისთვის, უკვე 65 ათასი ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და პროგრამის ბოლოს ეს რიცხვი გახდება დაახლოებით 130 ათასი. არცერთ პროგრამას მანამდე, მიახლოებული რაიმეც კი არ გაუკეთებია. აიღეთ ნებისმიერ პროგრამა, კარდიოლოგიური, გინდაც ონკოლოგიური, 130 ათასი ადამიანის სიცოცხლე რომ გადაერჩინოს, ასეთი არ ყოფილა და ვერც იქნება ახლო მომავალში და მეორე ისტორიული მისია, მისია მსოფლიოსთვის. პირველად მსოფლიო ისტორიაში მოხდება ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია. გავა წლები, ათეული წლები და ამას თაობებს გადასცემენ და სტუდენტებს ასწავლიან, რომ ამა და ამ წელს, 2015 წელს დაიწყო და ყველაზე დიდი 2025 წელს დამთავრდა, პირველად მსოფლიოში ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა