logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გათბობით უზრუნველყოფისთვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახს ვაუჩერები გადაეცემა
გათბობით უზრუნველყოფისთვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახს ვაუჩერები გადაეცემა
14:46 21.01.2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება. მთავრობის გადაწყვეტილებით გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. ვაუჩერის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური კომისიის (გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია) საქმიანობის გაგრძელება, სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებს მუშაობას.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 14 000-მდე ოჯახი მიიღებს 200 ლარიან ვაუჩერს, გათბობით უზრუნველყოფისათვის მიმდინარე ზამთარში. იცით, რომ სახელმწიფო ამ ტიპის დახმარებას, ამ ოჯახების მიმართ უკვე 2013 წლიდან ახორციელებს და ეს არის ერთ-ერთი ის საშუალება, რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ყოველდღიურ გმირობას მავთულხლართების და დაბრკოლებების მიუხედავად, არ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საქმიანობის გაგრძელება, რაც უკავშირდება სპეციალურ კომისიას, რომელშიც შედის ყველა სახელმწიფო უწყება და რომელიც არაერთი მიმართულებით პასუხობს ამ ადამიანების საჭიროებებს. მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, რომელიც დღესაც გრძელდება, ამჯერად სოფელ გუგუტიანთკარში, არალეგიტიმური, აბსოლუტურად მიუღებელი საშუალებებით, რაც უკავშირდება ამ ადამიანების ოჯახების გაყოფას, სოფლების დაყოფას, უკანონო ბარიკადების მშენებლობას. ჩვენ განვითარებით, გვერდში დგომით, დიპლომატიური, სამართლებრივი და ყველა შესაძლო მექანიზმით ვუპასუხებთ, ამას და აუცილებლად მივაღწევთ რომ საბოლოოდ აი ეს მახინჯი დაბრკოლებები დაიშალოს საქართველოს შუაგულში“-განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა