logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
Volvo Cars მომხმარებელს 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს შესთავაზებს
Volvo Cars მომხმარებელს 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს შესთავაზებს
14:12 21.01.2020
Volvo Cars და კავშირგაბმულობის წამყვანი პროვაიდერი China Unicom ერთობლივად იმუშავებენ ჩინეთში შემდეგი თაობის - 5G მობილური ქსელის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ავტომობილებში, რათა გააუმჯობესონ ჩინეთის ინფრასტრუქტურა. კომპანიები შეთანხმდნენ 5G-ს და ავტომობილის ყოვლისმომცველი ინოვაციური ტექნოლოგიის V2X-ის კვლევის, შემუშავების და მისი ავტოწარმოებაში გამოყენების შესახებ.

მობილური ქსელის ტექნოლოგიის მეხუთე თაობა 5G ბევრად სწრაფია, გააჩნია მონაცემთა უფრო მაღალი მოცულობა და გვთავაზობს რეაგირების გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე მისი წინამორბედი 4G, რაც ავტომობილებში უფრო მეტი აპლიკაციის გამოყენებას ხდის შესაძლებელს.

Volvo Cars და China Unicom იკვლევენ 5G ტექნოლოგიის სხვადასხვა აპლიკაციების ფართო სპექტრს ავტომობილებსა და ინფრასტრუქტურას შორის კომუნიკაციისთვის და ადგენენ პოტენციურ გაუმჯობესებებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოება, მდგრადობა, მომხმარებელთა კომფორტი და ავტონომიური მართვა. მაგალითისთვის, როდესაც ავტომობილისთვის ცნობილია მოძრაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი დაბრკოლებები, როგორებიცაა სამუშაოები გზებზე, საცობი ან ავტოსაგზაო შემთხვევა, უპირატესი მოქმედება შესაძლოა იყოს სიჩქარის შენელება ან სხვა მარშრუტის არჩევა, რაც დაგვეხმარება უსაფრთხო მოძრაობის შენარჩუნებაში, ამავდროულად თავიდან აგვარიდებს გაჩერება-დაძვრის რეჟიმში მოძრაობას და გააუმჯობესებს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას.

ტექნოლოგია, ასევე, მოიცავს ავტომობილის უნარს, მოძრაობის კამერების დახმარებით უფრო ადვილად იპოვოს ღია საპარკინგე ადგილები. ავტომობილებს ასევე შეეძლებათ კავშირი დაამყარონ შუქნიშნებთან, რათა განსაზღვრონ ოპტიმალური სიჩქარე და შექმნან ეგრეთ წოდებული „მწვანე ტალღა“, ასევე, დაამყარონ კავშირი ერთმანეთთან, რათა უსაფრთხოდ შევიდნენ და დატოვონ მაგისტრალები.

„ვოლვო მუდამ ლიდერი იყო ავტომობილების ურთიერთდაკავშირების პოტენციალის რეალიზებაში, რათა დაინერგოს ახალი ფუნქციები და სერვისები, როგორიცაა მოლიპული გზების ადგილმდებარეობების აღმოჩენა და ავტომობილებს შორის გაზიარება. 5G-სთან ერთად უმჯობესდება უკუკავშირის მაჩვენებლები, რაც ბევრად მეტ რეალური დროის მნიშვნელოვან სერვისს განავითარებს და დაეხმარება მძღოლს, იყოს უფრო უსაფრთხოდ, ასევე, ავტომობილის მართვა მისთვის გახდეს მოქნილი და სასიამოვნო. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით China Unicom-თან თანამშრომლობის შედეგებს ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა Volvo Cars-ის ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.

China Unicom-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლიანგ ბაოჯუნი: „როგორც ინოვაციების ლიდერი 5G სფეროში, China Unicom მოწოდებულია შექმნას ახალი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და გადაწყვეტილებები ჭკვიანი ინტერნეტკავშირების სფეროში. 5G მთლიანად შეძლებს ავტონომიური მართვის განვითარებას, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის ახალ გამოცდილებას - ხალხის, ავტომობილების, ქსელისა და „ქლაუდის“ ერთიერთქმედებების სისტემის დანერგვით. გვჯერა, რომ China Unicom და Volvo Cars წარმატებით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და შექმნიან ბიზნესის სწრაფად განვითარების მარშრუტს, რომელიც ვფიქრობთ, ჩინეთში დარგის მოდელი გახდება“.

Volvo Cars-ის თანამშრომლობა China Unicom-თან, ეხმარება მას სათანადოდ იყოს მომზადებული ადგილობრივი მოთხოვნებისთვის და შექმნას V2X-ის ძლიერი პლატფორმა მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე. კომპანიის გეგმები 5G დაკავშირების დანერგვის შესახებ, როგორც ვოლვოს მომდევნო თაობის ნაწილი, ეფუძნება SPA2 მოდულური ტიპის ავტომობილის არქიტექტურის მომდევნო თაობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა