logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბილ ლინგრენი:  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება საქართველოს სხვა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება
ბილ ლინგრენი: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება საქართველოს სხვა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება
12:11 20.01.2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიერო შეხვედრა, რომელსაც აშშ-იდან მოწვეული წამყვანი ენტომოლოგები და ქართველი მეცნიერები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე დისკუსიის ფორმატში განიხილეს მცენარეთა მავნებლების, მათ შორის „დროსოფილა სუზუკის“ (Drosophila suzuki) ბიოლოგია, ბრძოლის მეთოდები და პრევენციული ღონისძიებები. აღნიშნული მავნებელი მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული და დიდ საფრთხეს უქმნის კენკროვან, ხეხილოვან, ვაზისა და სხვა კულტურებს. მავნებლის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს, რაც მუდმივ დაკვირვებას, კონტროლის მექანიზმებს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

„დღეს არსებული კლიმატური და გლობალური დათბობის პირობებში, მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო სექტორი პერიოდულად ახალი გამოწვევების წინაშე დგება. სხვადასხვა ქვეყანაში მცენარეთა ახალი მავნებლების გავრცელება აღინიშნება. ამის ნათელი მაგალითია აზიური ფაროსანა. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა და პრევენცია. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ამ შემთხვევაში, მავნებელ „დროსოფილა სუზუკთან“ ბრძოლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ მსოფლიოს იმ წამყვანი მეცნიერებისაგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და, მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმები ქართული რეალობის გათვალისწინებით დავგეგმოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მავნებლის ინვაზია,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

Trece Inc-ის პრეზიდენტის ბილ ლინგრენის შეფასებით, საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება და ჩამოყალიბებული სისტემური მიდგომა სხვა მავნებლებთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება, ფანტასტიკური, სასწაულებრივიც კი გამოდგა. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შესამცირებლად სააგენტომ უზარმაზარი ძალისხმევა გასწია, ეს არის წარმატების ისტორია, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან ბრძოლის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი. რაც შეეხება ამ კონფერენციის მთავარ საკითხს, როდესაც ქვეყანაში ახალი მავნებელი შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი მეცნიერების დახმარება, რომლებიც გაგვარკვევენ მავნებლის ბიოლოგიაში და შემდეგ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას. ამჟამად თქვენს საზღვრებში ახალმა ინვაზიურმა მავნებელმა „დროსოფილა სუზუკმა“ შემოაღწია, თუმცა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ დროულად აღმოაჩინეთ და მისი გაკონტროლების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაქვთ. ამგვარი კონფერენციები დაგეხმარებათ გაიზიაროთ უცხოელი კოლეგების ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ წლების განმავლობაში დააგროვეს. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ თავიდანვე ნულამდე შეამცირონ „დროსოფილა სუზუკის“ გავრცელების საფრთხე“, - განაცხადა ბილ ლინგრენმა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორის ლუის ფაოროს განცხადებით, ამერიკელი მეცნიერები ჩამოსული არიან, რათა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ქართველ სპეციალისტებს. „ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მავნებლების ბიოლოგია და პრობლემის გადაჭრის მეცნიერული მექანიზმები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა იდენტურია პრობლემასთან გამკლავების ორგანიზებული მიდგომები: მდგომარეობის შესწავლა, საფრთხის გაანალიზება, გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენა. ყველაზე მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ის გამოცდილება, რომელიც თქვენ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაგიგროვდათ, აუცილებლად გამოგადგებათ ნებისმიერ მავნებელთან გასამკლავებლად, მათ შორის „დროზოფილა სუზუკთან“, რომელიც ახლახან დაფიქსირდა თქვენს ქვეყანაში,“ - აღნიშნა ლუის ფაორომ.

ღონისძიების ფარგლებში, აშშ-იდან სპეციალურად მოწვეულმა სოფლის მეურნეობის დოქტორმა, დანელე კირკპატრიკმა გამართა სემინარი, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, შემოსავლების სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა