logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა
მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა
17:08 16.01.2020
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი.

მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო ახალგაზრდებო, გვეამაყება თითოეული თქვენგანი! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განძი. ოლიმპიური მედლებით დაბრუნდით და ჩემთვის ფაქტობრივად ოლიმპიური ჩემპიონები ხართ! ასევე, მინდა მივულოცო მასწავლებლებს, რომლებმაც ძალიან გვასახელეს! მართლაც ბრწყინვალე შედეგები გქონდათ ყველას და მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ! ქართული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ. “

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს ისტორიული მეგაპროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის - შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ ამ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა. „თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან დიდი ასპარეზი იქნება,“- განაცხადა მინისტრმა.
2020 წლის 8-12 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელშიც 21 ქვეყნის 600 მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდნენ. მათ 16 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

ოქროს მედალოსნები: თეიმურაზ თოლორაია – 42-იდან 42 ქულით, აბსოლუტური პირველი ადგილი (მათემატიკა - კომაროვი), ნიკოლოზ ბირკაძე (მათემატიკა - კომაროვი) და ანა ონოფრიშვილი (მათემატიკა - კომაროვი).

ვერცხლის მედალოსნები: ლუკა მუშკუდიანი (მათემატიკა - კომაროვი), ზაურ ბოკეველაძე (მათემატიკა - კომაროვი), გიორგი ძაძამია (ფიზიკა - კომაროვი), არჩილ ბასაძიშვილი (ინფორმატიკა - კომაროვი) და გიორგი ჩხაიძე (ინფორმატიკა - კომაროვი).

ბრინჯაოს მედალოსნები: ლაშა კვატაშიძე (მათემატიკა - ქუთაისის რაზმაძის სკოლა), ნიკა გლუნჩაძე (მათემატიკა - ვეკუა), დემეტრე გელაშვილი (მათემატიკა - ვეკუა), თამარ კორკოტაშვილი (მათემატიკა - კომაროვი), ჯონითოიძე (ფიზიკა - კომაროვი), ლუკა კირთაძე (ფიზიკა - კომაროვი), ლუკა კოპაძე (ფიზიკა - კომაროვი) და დავით მემარნიშვილი (ინფორმატიკა - კომაროვი).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ქართველმა პედაგოგებმა - ლელა მამულაშვილმა (მათემატიკა - ვეკუა) და მიხეილ სოხაშვილმა (ფიზიკა - კომაროვი) მოიპოვეს. მესამე ადგილი კი ვახტანგ შეკიშვილმა (ინფორმატიკა - რაზმაძე), ლუკა ხიზანიშვილმა (ფიზიკა - ვეკუა) და თეიმურაზ კალატოზმა (ფიზიკა - კომაროვი) გაინაწილეს.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდების მონაწილეობას ფინანსურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა