logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ამირან გამყრელიძე: ამ პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ, ამ ადამიანებს ვუბიძგებთ, არ ჩაერთონ მკურნალობაში
ამირან გამყრელიძე: ამ პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ, ამ ადამიანებს ვუბიძგებთ, არ ჩაერთონ მკურნალობაში
23:12 11.01.2020
„ყველა ამ ბრალდებას უდევს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“ - განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს წამოყენებული ყველა ბრალდება საფუძველს მოკლებულია.

„თუ ყველა ის ოპონენტი დაჯდება და გვექნება აკადემიური კამათი, მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს აქვს ადგილი საზოგადოების დასაზაფრად. არ არის ეს საჭირო, რადგან ყველა ის ბრალდება რაც იყო წამოყენებული დღეს არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. არცერთ სიტყვაში იქ სიმართლე არ არის“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საწყის ეტაპზე იყო გარკვეული თანაგადახდა, 700-800 ლარის ფარგლებში, შემდეგ სამას ლარამდე ჩამოიწია, შარშანდლიდან კი სულ გაუქმდა. მისივე თქმით, ბარიერების შესახებ ჩატარებული სპეციალური კვლევის თანახმად, ეს არ იყო წამყვანი ბარიერი.

„დინამიკა იყო ასეთი - 2015 წლის შემდეგ, პირველი ორი წელიწადი მოდიოდნენ ძირითადად ადამიანები, ვინც იცოდნენ რომ მათ ც ჰეპატიტი ჰქონდათ და ელოდნენ ასეთ გარღვევას მედიცინის ისტორიაში. მოხდა ეს გარღვევა და როცა სოფოსბუვირი და შემდგომ მისი განვითარების კიდევ ორი პრეპარატი საქართველოში მათთვის სრულად უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა, უამრავმა ადამიანმა ძირითადათ მძიმე ავადმყოფებმა იმკურნალეს პირველი ორი წლის განმავლობაში. ყველაზე მეტი ჩართვა გვქონდა 2016 წლის ზაფხულში, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, როდესაც 3000 და ერთი თვე 4 000-მდე ახალი ავადმყოფი ჩავრთეთ. შემდგომ თანდათანობით დაიკლო და ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ჩართვის მაჩვენებელი არის დაახლოებით 800 დან 1200-მდე ანუ სადღაც 1000. ამიტომ გაანგარიშებები ხდება ამაზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ ინდიკატორით, ანუ 100 000 ჩართული რაოდენობიდან ჩვენ იმ თორმეტ ქვეყანას შორის, რომელიც ელიმინაციის გზაზეა ყველაზე წინ ვართ. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო შესაძლებელია გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დაამარცხებს ამ ვერაგ დაავადებას. 71 მილიონი ადამიანია ამ ინფექციით ინფიცირებული მსოფლიოში. ეს ქვეყნები წავიდნენ სწორედ ამ გზაზე და ჩვენ ყველაზე წინ ვართ. იმის მაგივრად, რომ ვიამაყოთ და ყველამ ერთად, რა თქმა უნდა ხარვეზები ასეთ უზარმაზარ მოძრაობაში შეიძლება იყოს და ალბათ არის კიდეც, მაგრამ ჯობია რომ ჩვენ ვიკამათოთ აკადემიურად და არა ამას მივუდოთ პოლიტიკური სარჩულები, რომ ეს ვერ აკეთებს ის ვერ აკეთებს, პროგრამა ჩავარდა“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს დაახლოებით 16 000 ადამიანია დიაგნოსტირებული, ანუ, ანტიგენ დადებითია და არ მოდიან მკურნალობაში ჩასართავად.

„ამ გადაცემების და ამ პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ ამ ადამიანებს ჩვენ კიდევ ვუბიძგებთ იმისკენ, რომ არ ჩაერთონ მკურნალობაში. დაახლოებით რამდენიმე წლის შემდეგ, მოგეხსენებათ ც ჰეპატიტს ჩუმ მკვლელს ეძახიან, იმიტომ რომ კლინიკური სიმპტომები არ აქვს, ადამიანებს არ აწუხებთ არაფერი. იმის მაგივრად რომ ერთმანეთს მივეხმაროთ, გამოვავლინოთ ეს ხალხი და ჩავრთოთ მკურნალობაში და მივცეთ საშუალება რომ არ დაემართოთ ისეთი ვერაგი გართულებები, რომლებიც ც ჰეპატიტს აქვს - ღვიძლის კიბო და ღვიძლის ციროზი, ასეთი სპეკულაციებით ვართ დაკავებული. ეს არ არის კარგი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ" - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა