logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა
რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა
00:39 31.12.2019
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

„ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ტრადიცია და ყველანი ერთად უნდა მოვიდეთ თერთმეტ საათზე, იმისთვის, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე თქვენ გელოდებათ 28 ნომრისგან შედგენილი გრანდიოზული შოუ, სადაც შესრულდება ყველა ის საყვარელი სიმღერა, ჰიტი, რომელიც სამოციანი წლებიდან დღემდე ჟღერს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება და მათ სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, საშობაო სოფელში გაიმართება. ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლებს ყველასათვის საყვარელი მუსიკალური პროექტი „ერთი ერთში“, რომლის 18 მონაწილეც ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლებს გააცოცხლებენ და მათ მუსიკალურ ჰიტებს შეასრულებენ.

ქართველი შემსრულებლები მიშა სულუხია, თაკო გაჩეჩილაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დიმა კობეშავიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ელენე კალანდაძე, ოთო ნემსაძე, მარიტა როხვაძე, ზურა ჯავახია, სალომე ბაკურაძე, მაგდა ვასაძე, ნინო ძოწენიძე, ნუცა ბუზალაძე, თემო საჯაია, ნათია დუმბაძე, TL, ლიზა ყენია და ქეთი ორჯონიკიძე სცენაზე ლეგენდარულ მომღერლებს - ტონი ბენეტს, გლორია გეინორს, ელვის პრესლის, ჩაკა ხანის, არეტა ფრანკლინს, თინა თერნერს, ფრედი მერკურის, უიტნი ჰიუსტონს, ერიკ კლეპტონს, სტივ უონდერს, ბილი ჯოელს, ქრისტინა აგილერას, რობი უილიამსს, ალიშა ქისს, ჯემიროქვაის, რიანას და ლედი გაგას განასახიერებენ.

კონცერტის რეჟისორია თეო მაზმიშვილი, ხოლო წამყვანები - აჩიკო სოლოღაშვილი, თიკა ფაცაცია, რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ცხადაძე.

ახალი წლის პირველ საღამოს, 1 იანვარს, 21:00 საათზე, საშობაო სოფელში მსმენელის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX წარდგება, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი გააგრძელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა