logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
13:36 30.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელწმიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი და საკრებულოს წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე რუსთავში განხორციელებული ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები განიხილეს და მის საფუძველზე, ქალაქში არსებული საწარმოებისთვის დაწესებულ სანქციებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეგულაციებს, რომლებიც გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლისა და სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუსთავში არსებული სამრეწველო საწარმოების მსგავსი მასშტაბის მონიტორინგი არ ჩატარებულა. წელს პირველად, სამინისტრომ განახორციელა მასშტაბური შემოწმება, რომლის მიზანი, საწარმოებში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიიღება იყო. სამომავლოდ, აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საწარმოებს დაუწესდებათ კონკრეტული მოთხოვნები, რაც სავალდებულო იქნება შესასრულებლად. ეს მოგვცემს საშუალებას, საწარმოთა კონკრეტული ქმედებების გატარებით, ეტაპობრივად გამოსწორდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც გულისხმობს გაზრდილ საჯარიმო სანქციებს მათთვის, ვინც არ ასრულებს გარემოსდაცვითი ნებართვების პირობებს, საქმიანობენ ფილტრების გარეშე და ა.შ. სანქციები იქნება საკმაოდ სოლიდური, რაც ვფიქრობ, რომ გარკვეულ შედეგს მოგვცემს და საწარმოების მხრიდან, გარემოსდაცვის კუთხით მეტად პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გააჩენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

როგორც ქვემო ქართლში სახელწმიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები, რომლის განხორციელების შედეგად, უახლოეს მომავალში, მოსახელობა ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით გარკვეულ უკეთესობას იგრძნობს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული ჯგუფი ხელს შეუწყობს წევრებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას და აქტიურ კომუნიკაციას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა