logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინ უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას
ნათია თურნავა: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინ უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას
14:13 28.12.2019
„რეგიონში ვიმყოფებოდი საწარმოების გახსნაზე, როდესაც ეს სასიხარულო ამბავი შევიტყვე, ამიტომ არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი და პირადად არ მენახა ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი. მსურს სრულიად საქართველოს მივულოცო მისი გათავისუფლება“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გორში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მისი დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს დღე მალე დამდგარიყო. მიუხედავად სირთულეებისა, დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული, რაც, საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა წარმატებით. ეს არის საუკეთესო პასუხი ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანისთვის, რომელიც უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. შედეგი სახეზეა - ბატონი ვაჟა თავისუფალია და ის ახალ წელს შეხვდება ოჯახთან ერთად“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პროცესი, რა თქმა უნდა იყო რთული, როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მაგრამ ეს სირთულეები წარმატებით გვაქვს გადალახული. „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა - ყველა გვერდით დაგვიდგა, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კოორდინირებულად და ეფექტიანად იმუშავა ხელისუფლებამ და ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები იყო დაცული“ - განაცხადა მინისტრმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა