საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გარფინდაშვილი თავისუფალია.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა.

















