logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანმა პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურს კვადროციკლები გადასცა
თეა წულუკიანმა პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურს კვადროციკლები გადასცა
18:46 27.12.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს 20 ცალი კვადროციკლი გადასცა.ღონისძიება ქალაქ რუსთავში, სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. მინისტრმა გარე დაცვის დანაყოფის თანამშრომლებს ახალი ტექნიკის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ გარე დაცვის სამმართველო იმუშავებს ახალი სტრატეგიით, რომლის ფარგლებში იგეგმება მობილური ჯგუფების შექმნა.

“მობილური ჯგუფები პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრს ბევრად უფრო ეფექტიანად გააკონტროლებენ, რადგან აქამდე გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად უწევდათ ფეხით სიარული, ან უკეთეს შემთხვევაში, მორიგე მანქანით, თუმცა მანქანით დაწესებულებების მთლიანი გარე პერიმეტრის გაკონტროლება რთული ლანდშაფტური რელიეფის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა. კვადროციკლებით კი მოცემული ტერიტორიების სრულად შემოვლა და ეფექტური პატრულირება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების და სხვა აღჭურვილობის დახმარებით პენიტენციური დაწესებულებების პერიმეტრისა და ბუფერული ზონების დაცვა ისე უნდა გაძლიერდეს, რომ გარე დაცვის სამმართველოს მიერ შესაძლებელი გახდეს დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვა ნაკლები ადამიანური რესურსით. დროსთან ერთად, პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად წვევამდელების გაწვევა აღარ უნდა მოხდეს და გარე დაცვის დანაყოფი მხოლოდ შტატიანი თანამშრომლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც 2019 წელს იყო პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი ესკორტის სამსახურის გაძლიერება, ხელფასების ზრდა და სრულად აღჭურვა, 2020 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარე დაცვის სამმართველოს გაძლიერება იქნება, მათ შორის აღჭურვილობით, ტექნიკით უზრუნველყოფა და ხელფასების მატება.

ინფორმაციისთვის, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის ფუნქციებია: პენიტენციური დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვისა და თავდაცვის განხორციელება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის აღკვეთა, ბუფერული ზონების კონტროლი,
დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ და გამსვლელ პირთა კონტროლი, აკრძალული ნივთების შეტანის ან გამოტანის კონტროლი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა