logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დასრულდა
თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დასრულდა
20:07 26.12.2019
თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერის თქმით, მძიმე მდგომარეობაში არსებული გზის მონაკვეთი დღეისათვის ყველა სტანდარტის დაცვით სრულად რეაბილიტირებულია და მასზე უსაფრთხო გადაადგილებაა შესაძლებელი.

„პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და რამდენიმე წუთში უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ბურჯები და კოჭები. კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი იყო მძიმე, შეიძლება ითქვას, სახიფათო მდგომარეობაში. შარშან ერთი პატარა მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩავატარეთ, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე. დღეისათვის კი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია თავისიგამწვანებით. მოეწყო თარგები, ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდა, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით და კლდის მხატვრული მინათებით. 2 მილიონზე მეტი დაჯდა პროექტის განხორციელება. სამუშაოების წარმოება გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. დღეიდან გადაადგილება უპრობლემოდ არის შესაძლებელი ისე, რომ მძღოლებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პანდუსის რეაბილიტაცია ითვალისწინებდა კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებდა.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და საკრებულოს დეპუტატები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა