დიდუბის რაიონის გამგეობამ რობაქიძის გამზირის N7 კორპუსთან ასფალტის მოწესრიგების
სამუშაოები დაასრულა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 1404 კვ.მ ფართობზე მოიხსნა ასფალტის დაზიანებული ფენა და ბორდიური. გაკეთდა საფუძველი, დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოეწყო ტროტუარი და ბაზალტის ბორდიური.
აღნიშნულ მისამართზე დიდუბის რაიონის გამგეობამ სანიაღვრე სისტემა მოაწესრიგა, რომლის არარსებობის გამო, უხვი ნალექის დროს, წყალი კორპუსის სადარბაზოებს ტბორავდა.
ასფალტის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „დრო“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 382 ლარი გამოიყო.

















