logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი დააჯილდოვა
მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი დააჯილდოვა
15:04 25.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა ყველა სახის ძალადობისადმი შეუწყნარებელ, უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მზრუნველ გარემოში ეძლევა მოზარდს შესაძლებლობა სრულად გამოავლინოს პოტენციალი, აღიზარდოს აქტიურ მოქალაქედ და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში. ამ თვალსაზრისით კი მანდატურის სამსახურს პედაგოგებთან, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

"მანდატურის სამსახური ჩვენი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ, რადგან შეუძლებელია საუბარი განათლების ხარისხის განვითარებაზე, ახალ აკადემიურ პროგრამებზე, ინიციატივებზე და, ზოგადად, ახალი სკოლის მოდელზე, თუკი სკოლებში ბავშვებისთვის არ იქნება შექმნილი უსაფრთხო გარემო. ეს არის უმთავრესი და აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენი ჩანაფიქრი, აკადემიური განვითარების მიმართულებით, რეალურად განხორციელდეს სკოლებში.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ მანდატურის სამსახურის ასეთი დიდი პროგრესისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევებიც საკმაოდ ბევრია, დარწმუნებული ვარ, თქვენი პროფესიონალიზმისა და, რაც მთავარია, დამოკიდებულების მეშვეობით სკოლებში არსებული გამოწვევები და პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება.

ყველაზე მთავარი აღნიშნულ პროფესიაში არის ბავშვების მიმართ დამოკიდებულება, მოსწავლეების სიყვარული და მათთვის მზრუნველი ატმოსფეროს შექმნა, რადგან ამის გარეშე ისეთი პრობლემების საფუძვლიანი მოგვარება, როგორიცაა ბულინგის პრევენცია და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, შეუძლებელია.

ბავშვების სკოლაში ყოფნისას თქვენ ასრულებთ მშობლის როლს, რადგან თქვენ ყველაზე მთავარს - ბავშვის უსაფრთხოებას იცავთ." - განაცხადა მინისტრმა და გაწეული ძალისხმევისთვის, ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა, რომ სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მომავალი წლიდან მანდატურის სამსახური, ევროპელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვას დაიწყებს. სრული დატვირთვით ამოქმედდება ახალი ინტერნეტ-პორტალი ბეფრიენდ.მეს.გოვ.გე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გაგრძელდება როგორც მოქმედი მანდატურების გადამზადება, ასევე გაფართოების პროცესი. 2020 წელს მანდატურის სამსახური, დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა