ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპოდენტი იუწყება, სავარაუდოდ, მინისტრი კლინიკაში დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად მივიდა.
ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილები სამხედრო ვეტმფრენით დაახლოებით 1 საათის წინ მიიყვანეს. მათი რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია სამი პირი, რომელიც ღუდუშაურში ლაფანყურიდან გადაიყვანეს, სადაც ისინი მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილები გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც იმყოფებიან.

















