logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე კახა კალაძემ წელი შეაჯამა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურების ყველა თანამშრომელს, ასევე მედიას მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე კახა კალაძემ წელი შეაჯამა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურების ყველა თანამშრომელს, ასევე მედიას მადლობა გადაუხადა
13:17 25.12.2019
დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე კახა კალაძემ წელი შეაჯამა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურების ყველა თანამშრომელს, ასევე მედიას მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიის, გამგეობების, მერიის სსიპ-ების, აიპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებსიმ შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში სწევენ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. აქ ასევე იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებენ იმ მოვლენებს, რაც ხდება ქალაქში, რა პროექტებიც ხორციელდება, რა გამოწვევების წინაშე დგას მუნიციპალიტეტი. ამაში რა თქმა უნდა, თქვენი როლი მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადაგიხადოთთანამშრომლობისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი მერიისთვის დატვირთული და წარმატებული იყო.
„მერიამ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ჩვენი თუ გადავხედავთ განვლილ წლებს, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს არ განხორციელებულა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება: სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, გვინდა, რომ ის სივრცე ძირეულად მოვაწესრიგოთ. მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც სამწუხაროდ, მრავლადაა ქალაქში, ჩვენი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მთლიანად იცვლება და ახლდება.

მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომშევინარჩუნოთ ის შესანიშნავი შენობა-ნაგებობები, რომლითაცყველა ვამაყობთ. ასეთი სამუშაოების წარმოებას მომავალშიც გავაგრძელებთ. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს გუდიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მწვანე სივრცეების შექმნის კუთხით გაწეულ სამუშაოსაც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრიმწვანე სივრცე შეიქმნეს დედაქალაქში და მოვაწესრიგოთ არსებული; შევქმნათ ახალი საქალაქო პარკები, დავრგოთ ახალი ხე-მცენარეები. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, რაცხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების შემოყვანა - პროცესი რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და პირობა, რომელიც ჩვენ დავდეთ, აუცილებლად იქნება შესრულებული. თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქალაქი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. ჩვენ არა მხოლოდ არსებული პარკის ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ მზად ვართ დავამატოთ ახალიავტობუსები, რათა იმ რაიონებში, იმ უბნებში, სადაც დღეს არის ავტობუსის პრობლემა, შევამციროთ ავტობუსების მოცდის დრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ავტობუსებისთვის შეიქმნას ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად იმოძრაოს. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთანდაკავშირებით და მომავალ წელს საზოგადოება დაინახავს ამ პროცესის რეალურ შედეგებს, ასევე მეტროს მიმართულებითაც. საერთო ჯამში ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე.
„ჩვენი პროგრამებით, სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 240 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ეს იყო ოპერაციები, ერთჯერადი დახმარებები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, თუმცა, ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ ნაკლებად გვყავდეს სოციალურად დაუცველი ოჯახები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტებიც შეაფასა. მან განსაკუთრებით გამოყო წარჩინებული სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამაც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა