logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 80 წლის იუბილე მიულოცა
მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 80 წლის იუბილე მიულოცა
12:56 25.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს იუბილე მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი:„თელავის უნივერსიტეტი მეტია, ვიდრე საგანანმანათლებლო დაწესებულება - იგი ჩვენი კულტურისა და წიგნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, და, ამავდროულად, რეგიონისა და ქვეყნის თანამედროვეობის ძლიერი დასაყრდენი.
მადლობას გიხდით პროფესორებსა და მეცნიერებს, ვინც დღეს გადასცემთ ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლებს - ახალგაზრდობას; სტუდენტებს, ვინც ცოდნის დაუფლებით არა მხოლოდ საკუთარ ღირსეულ მომავალს, არამედ ახალ - განათლებულ და თავისუფალ ადამიანთა საქართველოს ქმნით. მადლობა ყველა თანამშრომელს, ვინც დაუღალავად ემსახურებით უნივერსიტეტის განვითარებას.
მინდა გაცნობოთ, რომ სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარე ფასადის განახლებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება.

ასევე, საერთაშორისო ფონდებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსის აღდგენა-რეაბილიტაციაში მონაწილეობა. განახლებული, თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი კორპუსი აგრარული მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, თელავის უნივერსიტეტის წიაღში მეღვინეობისა და მევენახეობის პროფესიული სასწავლებელი აღმოცენდება, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაფუძნდება. ყველა სასიკეთო წამოწყებაში ჩვენი თანადგომა კვლავაც გაგრძელდება.“

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმამიიღეს.

საიუბილეოღონისძიებისფარგლებშიუნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგებიდაერთიანეროვნულგამოცდებზესაუკეთესოშედეგისმქონესტუდენტიდაასაჩუქრეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიიყალთოს აკადემიისა და თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლის უდიდესი ტრადიციების გამგრძელებელია.

1939 წელს თელავში სამასწავლებლოინსტიტუტიჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. 1999 წელს კი მას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კახეთის რეგიონში ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა