logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტის „ბაბალეს წინდა“ -ს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტის „ბაბალეს წინდა“ -ს პრეზენტაცია გაიმართა
11:28 25.12.2019
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოსდაუნისსინდრომისასოციაციის კიდევ ერთი პროექტი „ბაბალეს წინდა“ განხორციელდა. პროექტის პრეზენტაცია სოციალური საწარმოს სახელოსნო-სალონის ახალ სივრცეში გაიმართა. პროექტის პრეზენტაციის პარალელურად ბაბალეს სადღესასწაულო ნაკეთობების საშობაო გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, ხელს უწყობს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნასა და განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას. ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება. საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის მიზანია ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსება, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს.სწორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციი სპროექტი - ბაბალეს წინდა.

„ბაბალეს წინდა“ არის სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია. წინდებიშექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. თითოეულ წინდას თავისი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს. წინდებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას და მათ დამოუკიდებელ ღირსეულ ცხოვრებას სოციუმში.

ბაბალეს წინდა, გარდა განსაკუთრებული დიზაინისა და შინაარსობრივად დატვირთული წინდებისა, გამოირჩევა საინტერესო შეფუთვებით. თითოეულ წინდას აქვს თავისი უნიკალური ჩასადები ყუთი, სადაც განთავსებულია ინსპირაციის რეპროდუქცია და მისი ამბავი, ლამაზად მოთხრობილი. აღსანიშნავია, რომ წინდების ეტიკეტები და შესაფუთი ყუთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, რომელსაც საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ ამზადებს. ორი საწარმოს თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვის გარდა სოციალური საწარმობის ბიზნეს თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნა. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად12 უნიკალური დიზაინის წინდა შეიქმნა. 2020 წლის გაზაფხულზე კი შემდეგი კოლექციის გამოშვება იგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა