logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კრწანისის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა
17:10 24.12.2019
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერმა კრწანისის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ჯაფარიძეს იმ საქმისთვის, რასაც კრწანისის რაიონისთვის აკეთებს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი გუნდის სიძლიერე მხოლოდ კახა კალაძე ან მერიის და გამგეობის თანამშრომლები არ არის. ჩვენი სიძლიერე ის ერთობაა, რასაც ყოველდღიურად, მოქალაქეებისგან ვხედავთ. ეს ყველაფერი კი დამატებით გვაძლევს ძალას, რომ ქალაქს ღირსეულად ვემსახუროთ. ყველამ ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ ის ადამიანები ვართ, ვინც ეს ყველაფერი უნდა მოაგვაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს - 1.3 მილიარდ ლარს აღწევს, რომლითაც მუნიციპალიტეტი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებს. მისი თქმით, მომავალ წელს კრწანისის რაიონში ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქცია იგეგმება.

„წლევანდელი წელი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებით საკმაოდ საინტერესო იყო. შემიძლია დაგპირდეთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობთ. რიგითი მოქალაქეები მხარს გვიჭერენ და ჩვენს ქალაქს გულშემატკივრობენ. თქვენი მხარდაჭერა დამატებით ენერგიას გვაძლევს და მზად ვართ, ქალაქს მომავალ წელსაც 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კრწანისის გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ლევან ჯაფარიძის განცხადებით, გზის საფარი 261 მისამართზე მოწესრიგდა; 25 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელდა; ფონიჭალაში ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობით, 400-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაეჭრა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რაიონში 30 ახალი სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა მოეწყო; აშენდა გრუნტის დამჭერი 29 კედელი; სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 200 მისამართზე ჩატარდა; მოეწყო და რეაბილიტირდა 35 სკვერი; გამწვანების სამუშაოები 965 მისამართზე განხორციელდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გამგეობის მიერ სხვადასხვა სახის 181 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა კოტე აფხაზის, საიათნოვასა და გორგასალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლები; ჩატარდა კულტურული და სპორტული 25 ღონისძიება; 62 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა.

„მინდა თითოეულ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ და ჩვენს რაიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 26 935 364 ლარი დაიხარჯა.

ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა