დიდუბის რაიონის გამგეობამ რამდენიმე მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა
დაასრულა.
ბელიაშვილის ქუჩის II ჩიხში N2, N8 და N10 კორპუსებში დაზიანებული კიბეები აღდგა და უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო.
მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ ანალოგიური ტიპის სამუშაოები 18 ამხანაგობაში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 287 ლარი გამოიყო.
საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაციის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა „კოდორი-2014-მა“ და „ოკრიბამ“ შეასრულეს.

















