logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა
კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა
15:07 24.12.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტ მაგისტრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტები განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ.

კახა კალაძის თქმით, მერია თანხებს გამოყოფს როგორც წარმატებული, ისე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის.

„დედაქალაქის მერიას აქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამა. ეს არის სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. ამ მიმართულებით დაახლოებით 1,5 მლნ ლარი იხარჯება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებას მომდევნო წელს ვაპირებთ. არა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, არამედ ქვეყნის მასშტაბით გვინდა განვახორციელოთ - შეიქმნას სხვადასხვა პლატფორმები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ნიჭი, საინტერესო შეხედულებები რეალობად აქციონ სხვადასხვა პროექტების სახით. მინდა ამ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე 562 ლარის ოდენობით.

2015 - 2019 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდია გადაეცა 745 წარჩინებულ მაგისტრანტს. აქედან, მიმდინარე სემესტრში - 107 წარმატებულ მაგისტრანტს. აღნიშნული პროგრამის წლიური ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.

ღონისძიებას მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა