logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შალვა გოგოლაძე: ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქციის შედეგად სახელმწიფო 100 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს
შალვა გოგოლაძე: ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქციის შედეგად სახელმწიფო 100 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს
15:02 24.12.2019
ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.

პრესკონფერენციაზე შალვა გოგოლაძემ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ღონისძიების უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის.

შალვა გოგოლაძე: „2019 წელს, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველომ 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქვეყნის უდიდესი მონაპოვარია.

საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან და ყველა უწყებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ღირსეულად და მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.

ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობისთვის, განიხილებოდა 2 პროექტი:

1. ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა, რაც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს;

2. უკვე არსებული ოლიმპიური სპორტის სასახლის სრული რეკონსტრუქცია, რომლის ხარჯიც რამდენიმეჯერ ნაკლები დაჯდება.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) საბოლოო კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, კალათბურთის ფედერაციამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება და საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს 100 მილიონ ლარზე ბევრად მეტს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი, ოლიმპიური სპორტის სასახლე დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გახდება მულტიფუნქციური. დარბაზი 10 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობაში გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს.“

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის საქართველოს მიერ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე გადახდილია 2019 წლის ვალდებულებით გათვალისწინებული ოფიციალური საგარანტიო თანხა - 700 000 ევრო. ჯამში საგარანტიო თანხა 1 800 000 ევროს შეადგენს, რაც მომდევნო ოფიციალური გრაფიკის მიხედვით დაიფარება. კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება, საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ასევე არიან - გერმანია, იტალია და ჩეხეთი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა