logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა
18:09 23.12.2019
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე წარადგინეს უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კონცეფცია, ასევე იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე.

ერთიანი პოლიტიკის გასატარებლად, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სისტემურ მიდგომებზე, რაც მოითხოვს ამ პროცესებში ჩართული ყველა უწყებისა თუ ორგანიზიციის კოორდინირებულ, ურთიერთშეთანხმებულ ქმედებებს.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ინტეგრაციის ეფექტურ წარმართვაში გადამწყვეტ როლს განათლების სისტემა ასრულებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ-კულტურული იდენტობის დაცვა, ასევე სახელმწიფო ენის სათანადოდ ცოდნა, რაც ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებრივი ინტეგრაციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

ამ ორი მიზნის მიღწევის ოპტიმალური გზა არაქართულენოვან სკოლებსა თუ სექტორებში სწორედ ბილინგვური განათლების დანერგვაა. ბილინგვური განათლება ხელს უწყობს ორენოვანი წიგნიერების განვითარებას, რაც ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა