logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის აეროპორტის სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად  „თელასმა“ ახალი საკაბელო ხაზი ექსპლუატაციაში გაუშვა
თბილისის აეროპორტის სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად „თელასმა“ ახალი საკაბელო ხაზი ექსპლუატაციაში გაუშვა
15:59 23.12.2019
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს "თელასმა" ახალი 35 კვ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში გაუშვა.

საკაბელო ხაზის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანია, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს მმართველთა საბჭოს თავჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და სს "თელასი"-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან "ნავთლუღი-220" ქვესადგურამდე "აეროპორტი" მოეწყო 8,3 კილომეტრიანი ახალი საკაბელო ხაზი. ასევე, ქვესადგურში "აეროპორტი" დამონტაჟდა დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ახალი ვაკუუმური ამომრთველები და თანამედროვე ტიპის გამთიშველები.

პროექტის განხორციელება სს "თელასმა" საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №66/18 გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო. საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდა. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები კი 2019 წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდა, ხოლო დეკემბერში საკაბელო ხაზი ქვესადგურს "ნავთლუღი-220" მიუერთდა.

"ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად, საგრძნობლად გაიზრდება ენერგომომარაგების საიმედოობა ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის, როგორიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. სს "თელასი" მომავალშიც განაგრძობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია დედაქალაქის ელექტროქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებაზე" - განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა