logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საჩხერის ერთ-ერთ სკოლაში პროფესიული  უნარების განვითარების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საჩხერის ერთ-ერთ სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
12:11 23.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. მოსწავლეებთან ერთად, მინისტრის მოადგილე სკოლაში მიმდინარე პროფესიული უნარების კურსებს გაეცნო და სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს ტანსაცმლის დიზაინის, ელექტროობისა და კულინარიის კურსების წარმატებით გავლისთვის, სერტიფიკატები გადასცა.

საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა, რომელიც პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო, მიღწეული შედეგებით, პროგრამაში ჩართულ 600-მდე სკოლას შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.

სკოლის ბაზაზე მიმდინარე პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსებზე მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საფუძვლიანი ინფორმაცია მათთვის სასურველ პროფესიაზე, ამასთანავე განივითარონ პროფესიული უნარები და სკოლაში მოწყობილ მცირე "პროფესიულ ლაბორატორიაში" საკუთარი ძალები მოსინჯონ ერთდროულად 7 პროფესიაში: ელექტროობა, კონდიტერია, კულინარია, ხის დამუშავება და სადურგლო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საექთნო საქმე და ტანსაცმლის დიზიანი/კერვა.

ხაზგასასმელია, რომ პროგრამაში სკოლის წარმატებული ოპერირების შედეგად, სკოლას მიეცა შესაძლებლობა განახორციელოს პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსებიც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ პირველი ნაბიჯები გადადგან პროფესიაში და საფუძვლიანად შეისწავლონ პროფესიის ვიწრო ასპექტები.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა ძალიან დიდ როლს ასრულებს არამხოლოდ პროფესიული ორიენტაციის სერვისების განვითარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით, არამედ ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პირველ მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს, რაც ყოველთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა