ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ადვოკატი დავით ასათიანი
"ფეისბუქზე" წერს.
"ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1წელი და 9 თვე
ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება"-წერს ასათიანი.
ცნობილი ქართველი ექიმი ტრამვატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.

















