ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში კლინიკის ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ღუდუშაურის კლინიკის ადმინისტრაციულ განყოფილებაში განუცხადეს, ტერიტორიაზე მანქანების შესვლაზე შეზღუდვა არაა დაწესებული, თუმცა, შესაძლოა, რაიმე სახის ტექნიკურ პრობლემას ჰქონდეს ადგილი.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკაში ასევე, არაა შეზღუდული მოქალაქეებისთვის ახლობლების მონახულებაც.
„შესაძლოა, რაღაც ტექნიკური ხარვეზია და დაცვა არკვევს. ახლობლების მონახულება კი, არანაირად არაა შეზღუდული“ - აცხადებენ ღუდუშაურის კლინიკაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკის ტერიტორიაზე ავტომანქანები ორი გზით შედიან - ერთი შესასვლელი მომსახურე პერსონალისთვისაა განკუთვნილი და შესვლა მხოლოდ საშვითაა დაშვებული, ხოლო მეორე შესასვლელიდან ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკის ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა შეიზღუდა, რომლის მიზეზიც უცნობია.

















