logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: მეცნიერებაზე ზრუნვა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
მიხეილ ჩხენკელი: მეცნიერებაზე ზრუნვა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
14:19 20.12.2019

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს მეცნიერების განვითარებასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


 

"მეცნიერებაზე ზრუნვა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებით კვლევებში.

უმნიშვნელოვანესია უცხოეთის ფონდებთან, სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და ორგანიზაციებთან მუშაობა. საქართველო უკვე გაწევრიანებულია "ჰორიზონ 2020"-ის პროგრამაში, რომელიც სერიოზული რესურსია მეცნიერების დაფინანსების კუთხით და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. შემდგომი ფაზა იქნება "ჰორიზონ ევროპაში" აქტიური მონაწილეობა.

"ჩოსტ"-ის - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტთან მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს ამ ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ. ეს ძალიან დიდ ასპარეზს ქმნის ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე - ევროპელ კოლეგებთან სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

სამინისტროს მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიის (Academia Europea) რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.

2019 წელს საქართველო გაწევრიანდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპულ ორგანიზაცია EURAXESS-შ-ში.პორტალზე EURAXESS Georgia ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. ამასთან, აფხაზ მეცნიერებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ შეეძლებათ;

საქართველო ევროპელ მკვლევართა ასოციაციის EUROSCIENCE--ის წევრი გახდა. შედეგად, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, დაიცავს საქართველოს მეცნიერების ინტერესებს ევროპულ სივრცეში.
2019 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით გამოცხადდა გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო პროგრამა CARYS, რომლის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით ერთობლივი გამოყენებითი კვლევების განხორციელება;

2019 წელს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მოხდა ახალი კონკურსების ადმინისტრირება: კვლევითი პროგრამა "საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში" ევროპულ უნივერსიტეტებში და საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანიც საქართველოს ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონებში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაა;"-გააცხადა ჩხენკელმა. 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა