logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალურ ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონში
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალურ ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონში
14:18 20.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას.

"გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქუთაისში მიმდინარე მეგა-პროექტის - "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის" დაფუძნებას. ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მისმა ოჯახმა პროექტისთვის ერთი მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.
უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. შედეგად შეიქმნა აკადემიური პროგრამები. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითაც სწავლობენ მათი თანატოლები გერმანიაში. 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს. ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან. უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდის საშუალებით უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებიც.
უაღრესად მნიშნველოვანია აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი; იგი მთლიანად ფონდ "ქართუს" მიერ ფინანსდება. ცენტრში სიმსივნის უახლესი მეთოდებით მკურნალობასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. ასე რომ, ადრონული თერაპიის ცენტრი, უდიდეს სამედიცინო მნიშვნელობასთან ერთად, იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი ცენტრი.
უნივერსიტეტის მშენებლობის პირველ ფაზაში აშენდება სამი სასწავლო კორპუსი, სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა; ასევე, მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტისას შევხვდი იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრს, ჰაგიუდა კოიჩის. მე მას გავაცანი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე. მათ შორის იმაზეც, თუ როგორ შეიძლება იაპონია ჩაერთოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.
იაპონიაში ყოფნისას ასევე შევხვდი იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის Nთთ შეცურიტყ-ის აღმასრულებელ დირექტორს კაზუ იოზავას. მან მზაობა გამოთქვა, რომ კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით Nთთ შეცურიტყ - ის წამყვანი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევით პროცესში.
შეხვედრები და მოლაპარკებები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, საერთაშორისოდ აღიარებულ მკვლევარებთან კვლავაც გაგრძელდება. შედეგად, უნივერსიტეტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აკადემიური პროცესების მიმართულებას, ზოგადად ინტელექტუალურ ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანაში და მთელ რეგიონში."-განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა