logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ჩვენს ამოცანად რჩება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება
მიხეილ ჩხენკელი: ჩვენს ამოცანად რჩება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება
14:16 20.12.2019
"რასაკვირველია, ჩვენს ამოცანად რჩება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.
2019 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხუთი წლის ვადით ასოციაციის სრული წევრის სტატუსი მიენიჭა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ასევე დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).
საქართველოში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და პრინციპებთან.
უმაღლესი განათლების მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშავდება უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს საბაზო დაფინანსების შემოღებას. დაფინანსების რეფორმა მოგვცემს შესაძლებლობას უნივერსიტეტების აკადემიური მიმართულების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას შევუწყოთ ხელი.
ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები. მიმდინარე წელს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 114 პირი, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა და ვერ მოიპოვეს სწავლის უფლება, ჩაირიცხნენ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ სახელმწიფო სასწავლო გრანტებით.
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1568 სტუდენტი. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ამავე კატეგორიის სტუდენტთა დაფინანსების თაობაზე 2019-2020 სასწავლო წლისთვის.
2019 წელს დაფინანსდა 8 სტუდენტი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე სწავლას აგრძელებენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
განსაკუთრებით მსურს გამოვყო განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა, რომლის მიზანია ქართველი ახალგაზრდების უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა. 2019 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 12 პროგრამა განახორციელა; გაიცა 169 სტიპენდია; ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 340 000 ლარზე მეტით დაფინანსდა."


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა