logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჩხენკელი: პროფესიული განათლება ჩვენი პრიორიტეტია, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან
მიხეილ ჩხენკელი: პროფესიული განათლება ჩვენი პრიორიტეტია, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან
14:13 20.12.2019
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება ქვეყნის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.

"პროფესიული განათლება ჩვენი პრიორიტეტია, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან. ჩვენი კურსდამთავრებულები საერთაშორისო დიპლომებით შეძლებენ ღირსეულად დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ამის მაგალითია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, პირველად საქართველოში კოლეჯ "სპექტრის" 62 წარმატებულ კურსდამთავრებულს ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BთEჩ) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაეცათ.

ამ პროფესიული პროგრამების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი შეიქმნა ბრიტანული პროგრამების საფუძველზე და მათი განხორციელება დაფინანსებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით მძლავრი პროგრამების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულებიც არიან ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე.

"პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონის ფარგლებში სამინისტრომ დაიწყო ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება. განხორციელდა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების ფორმალიზება. პროგრამის განხორციელებაში ჩართვის შესაძლებლობა, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, მიეცათ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს. მომზადება-გადამზადების პროგრამები ხელმისაწვდომია სამშენებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით. მიმდინარე ეტაპზე პროგრამების განხორციელებაში ჩართულია 8 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. პროგრამების გავლის შესაძლებლობა მიეცა 600-მდე მსმენელს;

დაინერგა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ელექტრონული სისტემა (ტვეტ.ემის.გე)

ჩამოყალიბდა სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირები პროფესიულ განათლებასა და განათლების სხვა საფეხურებს შორის, რითაც აღმოიფხვრა ე.წ. "საგანმანთლებლო ჩიხი". შესაძლებელი გახდა, დაწყებულიყო მოსამზადებელი სამუშაოები პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების მიზნით. ამ ტიპის პროგრამის გავლა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით დასრულდება.

მომზადდა და ინიცირებულ იქნა კანონქვემდებარე აქტები პროფესიული განათლების დაფინანსების კუთხით. კერძოდ, 2019 წლიდან ვაუჩერულ დაფინანსებაში ჩაერთვნენ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები პრიორიტეტული დარგების ფარგლებში;

2019 წელს გაიხსნა კოლეჯ "ახალი ტალღის" ხულოს ფილიალი. ასევე, დასრულების ეტაპზეა კოლეჯის "ბლექსის" ფილიალი შუახევის მუნიციპალიტეტში და ახალი კოლეჯი კასპში. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბორჯომში, ახალქალაქში, წყალტუბში, მარტვილში, ხაშურში, მარნეულში, ჩოხატაურში;

გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს თბილისში ექსელენს ცენტრის დაფუძნებას და მის ფარგლებში მშენებლობისა და ლოჯისტიკის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. პროექტის განხორციელება დაიწყება 2020 წლიდან."-განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა