logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ხენკელი: სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში  გახდა განათლება  მთავარი პრიორიტეტი
მიხეილ ხენკელი: სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა განათლება მთავარი პრიორიტეტი
14:09 20.12.2019
პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სიტყვით წარსდგა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2019 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.

"უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის და დაიწყო განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა. 2019 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება 2022 წლიდან ვალდებული იქნება, ჩვენი მშპ-ს 6%, ანუ ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე. იქამდე კი განათლებაზე მიმართული ბიუჯეტი ყოველწლიურად, განუხრელად იზრდება.

რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია პედაგოგის პროფესიის დაფასება, მათი ღვაწლისა და როლის წარმოჩენა. სწორედ ამიტომ, 2019 წელს საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი გადაეცათ. რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდა. 6450-მდე მასწავლებელმა ჯილდო უკვე მიიღო და დამატებით 1600 კიდევ მიიღებს. წლის ბოლომდე ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.

ასევე, 2019 წელს, რეფორმის შედეგად, საჯარო სკოლების კარი გაიხსნა ახალი მასწავლებლებისთვის. ამ სასწავლო წლიდან სისტემაში 1900-მდე ახალგაზრდა კვალიფიციური კადრი შემოვიდა.

განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან პედაგოგებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი, ანაზღაურება, საშუალოდ, 150 ლარით გაეზარდათ. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. 30%-ით გაიზარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა ანაზღაურება. რეფორმის ეს ნაწილი ემსახურება განათლების სისტემის უმთავრესი შემადგენლის - მაღალი დონის პედაგოგიური კორპუსის ჩამოყალიბებას."-განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა