logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაწყებულია უნდა გაკეთდეს გამოწვევებზე საპასუხოდ
მიხეილ ჩხენკელი: საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაწყებულია უნდა გაკეთდეს გამოწვევებზე საპასუხოდ
13:58 20.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯარო სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

"ნება მომეცით, პირველ რიგში სწორედ სკოლებში უსაფრთხოებაზე საუბრით დავიწყოთ - იმაზე, რაც უკვე გაკეთდა, და იმაზეც, კიდევ რა უნდა გაკეთდეს გამოწვევებზე საპასუხოდ, ჩვენი შვილებისთვის სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

2019 წელს დამტკიცდა "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები". ეს არის საგანმანათლებლო სისტემაში უსაფრთხოებასა და პრევენციაზე ორიენტირებული პირველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმს. ამ მექანიზმმა განაპირობა თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახურის, როგორც უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუციის ჩამოაყალიბება.

სამინისტროს მიერ დაწყებულია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება; ხოლო იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ასევე, ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერება; განხორციელდა დამატებით 130 საჯარო სკოლის უზრუნველყოფა მანდატურის სამსახურის მომსახურებით (ჯამში, 588 სკოლა); განახლებული დისტანციური სასწავლო მოდულით გადამზადდნენ მოქმედი მანდატურები; გაიხსნა მანდატურის სამსახურის ახალციხისა და ზუგდიდის ახალი რეგიონული ოფისები; მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია; სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში გაიხსნა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები; შეიქმნა მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს 8 რეგიონული ცენტრი; შეიქმნა სკოლებში კრიზისის დროს მობილური ჯგუფის ოპერირების მექანიზმი;

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურთა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; ხელფასი ასევე გაეზარდათ მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც; ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებელი გაუწევს მომსახურებას საფასურის გარეშე და ურიგოდ; შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა. შემუშავდა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამები;"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა