logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ ეწევიან სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირებას
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ ეწევიან სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირებას
13:31 20.12.2019
„დღეს მიდის ტირაჟირება სასოწარკვეთილი ბავშვის ფრაზების, რომლითაც პერფორმანსებს ვაწყობთ და არ ვფიქრობთ, რა რეაგირება ექნებათ ამაზე გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს“, - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სუიციდის პრევენციას და ამ თემის გაშუქების სტანდარტებს მიეძღვნა.

ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვები ემოციურად ძალიან რეაქტიულები არიან, ამიტომ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ და ასეთი ტირაჟირებით შესაძლოა, კიდევ უარესი შედეგები გამოვიწვიოთ.

„მოზარდობის ხანაში ყველას გვქონია თავში სუიციდური აზრები და იცით რატომ? ჩვენ გვინდა აღიარება, რომლის მოთხოვნილებაც ყველას გვაქვს, განსაკუთრებით კი მოზარდებს აქვთ ამის მოთხოვნილება. თუ ეს აღიარება სიკვდილის შემდეგ იქნება, ამაზეც თანახმა ხარ, ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება საზოგადოებისთვის - მესმის, უნდა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. პერფორმანსებით ცხოვრება არ იცვლება“, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

ფსიქოლოგმა პრევენციული ღონისძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ყველა დამნაშავე ვართ - სამართალდამცავი ორგანოები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი - მას დღეს ძალიან უჭირს, ძალიან უჭირს მშობელს. ასეთი ცალ-ცალკე დახმარება არ გამოდის. ფსიქოლოგიური სამსახურები და სოციალური მუშაკია საჭირო - თუ ჩვენ ყველამ ერთად არ დავიწყეთ ამ სისტემების შეცვლა, არაძალადობრივი მიდგომა... ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ და მერე გვიკვირს, ბავშვები რატომ ძალადობენ ერთმანეთზე. მედიასაც აქვს ამაში როლი - დილა იწყება ძალადობით. პირდაპირ მოვუწოდებ საზოგადოებას, ნუ ხდება ტირაჟირება ასეთი სასოწარკვეთილი ფრაზების და პერფორმანსირება ასეთი უბედურების და ქულების ჩაწერა ამ უბედურებაზე, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია“, - აღნიშნა ნეიროფსიქოლოგმა.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მასობრივად აკეთებენ წარწერებს - „ამ ცხოვრების დედაც“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა