logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება
23:41 19.12.2019
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებებით განისაზღვრა გარდამავალი ეტაპები. მისი თქმით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.

ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. მათთვის სავალდებულო იქნება შემდეგი პარამეტრების დაცვა - CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03).

მიხეილ ხმალაძის განცხადებით, უკვე ჩატარებული ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკმაოდ დიდი ნაწილი კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას ვერ დააკმაყოფილებს.

„ამდენად, ამ ეტაპისთვის, შეუძლებელად მივიჩნიეთ უკვე დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორი) ვალდებულების გავრცელება, რომლის ხელახალი მონტაჟი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რეალისტურია, რადგან 2020 წლიდან ამ ნორმის ამოქმედება ძალიან მტკივნეული იქნებოდა ჩვენი თანამოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. სამაგიეროდ, გავამკაცრეთ წესები, რომლებიც უშუალოდ გამონაბოლქვის კონტროლს შეეხება,“ - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ დადგინდა შემდეგი ეტაპები:

• 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.7%;

• 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.6%;

• 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გარდამავალი ეტაპების განსაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ეტაპობრივად შეაკეთონ საკუთარი ავტოტრანსპორტი, სანამ ტექინსპექტირებაზე გაატარებენ.

ცვლილების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, მათი არსებობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ხოლო რაც შეეხება სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის აღნიშნული საშეღავათო პირობები ისედაც არ ვრცელდება.

ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შევიდა, რომელთა ნახვაც უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა