ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს პროექტის - „SALiS“ დასკვნითი კონფერენცია ჩატარდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დაიხურება.
პროექტის მთავარი მიზანი ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ექსპერიმენტული სწავლების პროცესის ხელშეწყობაა.
კონფერენციაზე მოხსენებებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აღნიშნული დარგის მეცნიერები წაიკითხავენ.
კონფერენციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის, თელავის, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლის და საგამოცდო ცენტრის ბუნებისმეტყველების ექსპერტები, ასევე, საქართველოს ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის პედაგოგები მონაწილეობენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 2010 წლიდან საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში SALiS პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი TEMPUS-ის გრანტის ფარგლებშია დაფინანსებული.

















