logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კონკურსის “მწავნე ჯილდო” - გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
კონკურსის “მწავნე ჯილდო” - გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
10:05 18.12.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი “მწვანე ჯილდო 2019 - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.

კონკურსი, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო.

გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინიტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა. “ფორმალურ განათლებაში სკოლამდელ განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, რადგან ამ ეტაპზე იწყება ბავშვის ჩამოყალიბება და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავება. შესაბამისად გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სკოლამდელი მზაობის პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და საამაყო გადაწყვეტილებაა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობით სამომავლოდ უკეთესობისკენ შევცვლით არსებულ მდგომარეობას და გავაუმჯობესებთ მომავალი თაობების დამოკიდებულებებს გარემოსადმი” - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კონკურსის მონაწილეები, კომისიის წევრებმა, მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების მიხედვით შეაფასეს და საუკეთესო ათეული გამოავლინეს. ათეულიდან, წლის საუკეთესო აღმზრდელი სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდა. 2019 წელს “მწვანე ჯილდოს” მფლობელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძე გახდა. მას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სამახსოვრო საჩუქრები და “მწვანე ჯილდო” გადასცა.

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა დამხმარე სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’, რომელიც მოიცავს სამ ძირითად თემას და შესაბამისად შეიქმნა სამკვირიანი სასწავლო მოდული: 1. ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო 2. წყლისა და ენერგიის დაზოგვა 3. ნარჩენების მართვა.

2016 წლიდან სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით მიმდინარეობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში საქართველოს ყველა მხარეში გადამზადდა 1600-მდე ბაღის 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი და მეთოდისტი, რომლებსაც გადაეცათ სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე მასალა.

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და სფეროში დასაქმებული განმანათლებლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუშაობას კვლავაც განაგრძობს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა