logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერიამ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა
თბილისის მერიამ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა
09:55 18.12.2019
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე სპორტის 16 სახეობაში 54 სპორტსმენი, კერძოდ, კრივის, კარატეს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, კანოეს, ძიუდოს, ფარიკაობის, პარაძიუდოს, მკლავჭიდის, პარამკლავჭიდის, უშუს, ათლეტიზმის, სამბოს, კიკბოქსინგის, პარაწოლჭიმის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, როგორც ფულადი ჯილდოები, ისე სიმბოლური პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

ირაკლი გვილავას განცხადებით, თბილისის მერია მაქსიმალურად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას.

„თბილისის მერია მუდამ მიესალმება როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარებას. ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს ჩვენი სამსახური. იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის მერიის ჯილდო, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული წარმატებისთვის იქნება კიდევ ერთი დიდი სტიმული. როგორც დღევანდელი პრიზიორებისთვის, ასევე, დამწყები სპორტსმენებისთვის. თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, გვაქვს სპორტული კლუბების და ფედერაციების ეკიპირებით და ინვენტარით უზრუნველყოფის პროგრამა, ასევე მწვრთნელთა დახმარების პროგრამა, რათა უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი აღუზარდონ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას. ასევე, აქტიურად ვახორციელებთ წარმატებული სპორტსმენი ბავშვების მხარდაჭერის პროგრამას. აღნიშნული ღონისძიებაც უკვე ტრადიციად იქცა. მეორე წელია ვაჯილდოებთ წარმატებულ სპორტსმენებს და მოტივაციას ვმატებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ მალე თბილისში გაჩნდება ახალი სპორტული სივრცეები, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ირაკლი გვილავამ.

თბილისელ სპორტსმენთა დაჯილდოება უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერიის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის საკრებულოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა საპატიო სტუმრები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა