logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შეხვედრას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შეხვედრას დაესწრო
14:17 17.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის (GRDN)  შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა სოფლის განვითარებაში საზოგადოებრივი ქსელების წვლილზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს პრაქტიკაზე იმსჯელა.
"საზოგადოებრივი ქსელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში. საქართველოს მთავრობის მიერ პლატფორმის შესაქმნელად ის პირველადი ნაბიჯები გადადგმულია, რითაც ინფორმაციის გაზიარება, ცნობადობის გაზრდა და სოფლის განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება", - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის განვითარებაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზებზე და სოფლად წარმატებული ბიზნესის განვითარებასა და არაფერმერულ სექტორში შემოსავლების შექმნის კუთხით ახალგაზრდების როლზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი ქსელის განვითარების პერსპექტივებს დაეთმო, რომელმაც მხარდამჭერები და უშუალო მონაწილეები სოფლის განვითარების გარშემო უნდა გააერთიანოს.
"საზოგადოებრივი ქსელი თანამშრომლობისა და სიახლის შექმნის საუკეთესო გზაა, რომელიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველგან ემსახურება", - აღნიშნა ესტონეთის სოფლის განვითარების ქსელის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ავე ბრემსემ, რომელმაც წლევანდელ შეხვედრაში მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
სოფლის განვითარების ქსელები ევროკავშირში მიღებული პრაქტიკაა და ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელი (GRDN) ესტონეთისა და ფინეთის ანალოგიური ქსელების წარმატებულ პრაქტიკას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ქსელი ონლაინ პლატფორმის სახით შეიქმნება, რომლის ადმინისტრირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ქსელის მიზანია ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ ყველა პარტნიორსა და დაინტერესებულ მხარეს - საჯარო და კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ჯგუფებს შორის.
ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179,5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: წწწ.ენოარდ.გე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა