logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო ამერიკელი როკ-მუსიკოსის ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს
საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო ამერიკელი როკ-მუსიკოსის ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს
13:27 17.12.2019
საქართველოს ბანკისა და SOLO ორგანიზებით ლენი კრავიცი თბილისს, მსოფლიო ტურნეს - “HERE TO LOVE” ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება.

როკი, ფანკი, ბლუზი, სოული - ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან "RAISE VIBRATION”,, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან.

ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბრის 10:00 საათიდან, ონლაინ, TKT.Ge-ზე tkt.ge/LennyKravitz
SOLO  CLUB- ისა და საქართველოს ბანკის WM-ს მომხმარებლებისთვის გაიყიდება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO -ები შეძლებენ. 26 დეკემბრიდან კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი. კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის 95 ლარიდან დაიწყება.

ლენი კრავიცის შესახებ

ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, პროდიუსერისა და მულტიინსტრუმენტალისტის ლენი კრავიცის მუსიკალური შემოქმედება წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრის - როკის, ფანკის, სოულის სინთეზს. მუსიკოსის კარიერა თითქმის 30 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში გამოშვებული აქვს 11 ალბომი; ზედიზედ ოთხჯერ მიღებული აქვს გრემის ჯილდო კატეგორიაში "როკ მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი". ლენი კრავიცის პირველი ალბომი სახელწოდებით “Let Love Rule” 1989 წელს გამოვიდა და მასში შესული თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი თავად მუსიკოსია. მომღერლის ბოლო ალბომი სახელწოდებით “RAISE VIBRATION” კი, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა.

გარდა მუსიკალური კარიერისა, ლენი კრავიცს არაერთი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა თუ ტელე-შოუებში. სამსახიობო კარიერაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა ფილმში "Precious”. კრავიცმა ყველაზე დასამახსოვრებელი როლი შეასრულა “Hunger Games"-ში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წელს ლენი კრავიცმა ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. კრავიცის სტუდია დღემდე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Rolex, Leica და Dom Perignon..
2019 წელს ლენი კრავიცი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის კამპანიას #FightRacism შეუერთდა, რომელიც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერა, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: "ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით.."
ლენი კრავიცმა, 10 დეკემბერს ბოლო ალბომის ჰიტად ქცეული სინგლის, სახელწოდებით "„Here to Love” ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც 2020 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის "საუნდთრექი" იქნება. აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით მუსიკოსმა ვიდეო-მიმართვაც ჩაწერა: https://www.youtube.com/watch?v=eaaQQ-a1Io0&feature=youtu.be

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა