2019 წლის 18 დეკემბერს, 13:30 საათზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, "სადახლოს" საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, იხსნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია
ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, ასევე, ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, მებაჟე-ოფიცრები.
მისამართი: მარნეულის რაიონი; საბაჟო-გამშვები პუნქტი "სადახლო-საავტომობილო" (მიმდებარე ტერიტორია)
მედიასაშუალებებისთვის გათვალისწინებულია ტრანსპორტი. შეკრების დრო - ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა (გორგასლის #16) გასვლა - 12:00 საათი
ადგილზე ჩასვლის დრო: 13:00 საათი

















