logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ფერმერის მეურნეობას სტუმრობდა
ლევან დავითაშვილი ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ფერმერის მეურნეობას სტუმრობდა
11:15 17.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იმერეთის რეგიონის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარის ანზორ მსხილაძის მეურნეობა დაათვალიერა.

ანზორ მსხილაძემ, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 7 ჰექტარზე კაკლის და 5 ჰექტარზე ბლის ბაღი გააშენა, რისთვისაც სახელმწიფოსგან 63,000 ლარი მიიღო. ფერმერმა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტითაც ისარგებლა, გრანტის სახით 37,700 ლარი მიიღო და კუთვნილ 7 ჰექტარზე გაშენებულ ხურმის ბაღისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.

ანზორ მსხილაძე შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიც არის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მან 192,000 ლარის ოდენობის თანხა მიიღო, რითაც საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ბაღები განაახლა და 30 სული საქონელიც შეიძინა. ფერმერს მეურნეობაში 10 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს.

"სახელმწიფო პროგრამებით მიღებულმა მხარდაჭერამ ფერმერებს წარმოების დაწყებისა და გაფართოების საშუალება მისცა. ანზორ მსხილაძე ერთ-ერთი ის ფერმერია, რომელიც პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების გაშენებას და განვითარებას წარმატებით ახდენს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზრდება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის რეალიზაცია როგორც შიდა ბაზარზე, ისე მისი ექსპორტი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 470 ჰა მიწის ფართობზე მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები გაშენდა, ხოლო გაცემულმა თანადაფინანსებამ 3,230,000 ლარი შეადგინა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში კი, 52 მეწარმე ჩაერთო და სახელმწიფო თანადაფინანსებამ 592,000 ლარი შეადგინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა