logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განახლებული დარბაზი გაიხსნა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განახლებული დარბაზი გაიხსნა
19:56 16.12.2019
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ისტორიული დარბაზი განახლდა, რომელიც საზეიმოდ ცენტრის სამი წლის საქმიანობის ანგარიშით გაიხსნა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ბოლო წლებში ცენტრის მიღწეულ შედეგებზე, პრიორიტეტებზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის ასლია, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. დარბაზის აშენების ინიციატორი მსოფლიოში ცნობილი ბალეტმაისტერი და მოცეკვავე, ქართული ბალეტისა და საბალეტო სკოლის ფუძემდებელი, მამაკაცის კლასიკური ცეკვის რეფორმატორი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. განახლებული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდია-აპარატურით. ადაპტირებულ და კეთილმოწყობილ გარემოში შესაძლებელია სხვადასხვა სახის კონცერტების მაღალ დონეზე ჩატარება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის ხუთივე მიმართულების: ხალხური მუსიკის, ტრადიციული გალობის, ხალხური ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საქმიანობის შედეგები (გამოცემები, აუდიოალბომები, ინფორმაცია კომპლექსური ექსპედიციების, კონკურსების, პროექტების შესახებ).

ღონისძიებაზე პირველად გამოიფინა ფოლკლორის ცენტრის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატები. დღესდღეობით, ცენტრის არქივში დაცულია: ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების სანოტო ჩანაწერების დედნები,ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, გამოჩენილ მეცნიერთა შრომები, ფოლკლორის შემოქმედთა ბიოგრაფიები, ოლიმპიადებისა და ფესტივალების აუდიო-ვიდეო და ფოტომასალები. ღონისძიებაზე პირველად გამოიფინა ფოლკლორის ცენტრის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატები.

82 წლის წინ დაარსებული დაწესებულების მთავარი მიზანია ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის: ხალხური მუსიკის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ტრადიციული გალობის შენარჩუნება-განვითარება, ცენტრის არქივის შევსება და გამდიდრება.

ცენტრმა გამოსცა არაერთი აუდიოალბომი, მეცნიერული ნაშრომი, საგალობლების ანთოლოგია. მოეწყო მნიშვნელოვანი კომპლექსური ექსპედიციები საქართველოს კუთხეებში. დაფუძნდა ორი ყოველწლიური ფესტივალი: ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "საქართველო" (2016) და სალოტბარო სკოლების ფესტივალი - "მომავლის ხმები" (2019).

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები. ოზურგეთში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გარემონტდა ფოლკლორის ცენტრის შენობა თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურითა და ადაპტირებული პირობებით.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები: მთავარი რედაქტორი - ბაია ასიეშვილი და არქივის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ღირსების მედალი გადაეცა გამორჩეულ ქართველ ლოტბარს - დავით უზნაძეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნის მნიშვნელობას, ქართული გალობის ანთოლოგიის უნიკალური ტომეულების გამოცემას და ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოზურგეთისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლის ბავშვები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის ინიციატივით (ანსამბლ "ბასიანის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი), 2015 წლიდან სალოტბარო სკოლების პროექტი ხორციელდება. დღეს უკვე 28 ქალაქში 850 ბავშვი უფასოდ ეუფლება ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებულ დარბაზში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა