"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" მომხმარებელს თოყოტა RAV4-ის ახალი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. Toyota RAV4-ი გახლავთ კომპაქტური კროსოვერი, რომლის სერიული წარმოებაც 1994
წლიდან დაიწყო და მალევე გახდა ნამდვილი "ბესტსელერი". მანამდე კი იყო ღAV4-ის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ტოიოტამ ტოკიოს ავტოგამოფენაზე პირველად 1989 წელს წარადგინა, სადაც ავტომოყვარულთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
RAV4, ანუ Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive-ი არის მოდელი, რომელიც დროსთან ერთად სინქრონულად ვითარდებოდა. დახვეწილი და ელეგანტური, ინდივიდუალური და გამორჩეული, ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია, რაც ამ კროსოვერშია თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის RAV4 იყო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი სრულიად ლოგიკურია, თუ მის დიზაინს, შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების სისტემებს გავითვალისწინებთ.
განახლებული RAV4 გამოირჩევა მკაცრი ექსტერიერითა და თანამედროვე, ტევადი ინტერიერით. მისი შექმნისას იაპონელი ინჟინრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ კროსოვერი ყოფილიყო კომფორტული როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის. სწორედ ამიტომ წინა სავარძლები წარმოდგენილია მართვის მაღალი პოზიციით, ხოლო უკანა სავარძლებზე აღსანიშნავია დიდი სივრცე. ეს ყოველივე განაპირობებს კომფორტულ მგზავრობას.
განახლებული RAV4 წარმოდგენილია 2 ტიპის ძრავით, ის აერთიანებს 16-მდე კომპლექტაციას, მათ შორის 10-მდე ჰიბრიდულ მოდელს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის RAV4 აღჭურვილი თშშ სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით), რომელიც გახლავთ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა - ფრონტალური შეჯახების საფრთხის წინასწარი შეტყობინების, ავტომატური დამუხრუჭებისა და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის ფუნქციით; ავტომატური კრუიზ-კონტროლის სისტემა სიჩქარეთა ყველა დიაპაზონში უზრუნველყოფს წინ მიმავალ ავტომობილამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის ფუნქციას; საგზაო ზოლიდან გადასვლის შეტყობინების სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ საგზაო მონიშვნის გადაკვეთისას შეტყობინებას, საწყის ზოლში დაბრუნების ავტომატური ფუნქციით; ფარების ავტომატური გადართვის სისტემა ავტომობილის გადაადგილებისას, საჭიროების შემთხვევაში შორი განათების ახლო განათებაზე ავტომატურად გადართვას უზრუნველყოფს.
განახლებული RAV4, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ითვალისწინებს მომხმარებელთა მოთხოვნებს და დეკემბრიდან RAV4-ის მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილია დეფიციტური კომპლექტაციის მოდელები, როგორებიცაა ჰიბრიდული ძრავით, პანორამული ჭერით და Тშშ-ს სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით) აღჭურვილი კომპლექტაციები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 032) 229 20 00 ან გვეწვიეთ შოურუმში მისამართზე: ვაკე, უნივერსიტეტის ქ.#6.

















