logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ნაძალადევის რაიონის გამგებელმა საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარადგინა
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარადგინა
16:03 16.12.2019
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გამგეობის საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა გამგეობის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავიანთ რაიონსა და ქალაქს გულშემატკივრობენ.
"2020 წელს ორი ძირითადი პრიორიტეტი გვექნება: ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი უნდა იყოს ის, რომ სოციალურად მეტად დაცული და ფინანსურად წელში გამართული ოჯახები გვყავდეს. მათ არ ჰქონდეთ იმის საჭიროება, რომ გამგეობასა და მერიას წამლის ფულზე მიაკითხონ. ეს შესაძლებელია და ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას და თანადგომას. ისინი რეალურად ხედავენ, თუ რა კეთდება ქალაქში. ამ მხარდაჭერისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ენერგიას არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს განსხვავებული. ის პროექტები, რომელიც განხორციელდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იყოს თითოეული თბილისელისათვის. ვაკეთებთ იმას, რაც 20-25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა და ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის: გზები, ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, მწვანე სივრცეების შექმნა, რომელთა ნაკლებობაც გვაქვს. სადაც შესაძლებელი იყო, ყველგან კორპუსი ააშენეს და წლების განმავლობაში მშენებლობა მიდიოდა. ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. დღეს გვაქვს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ამ ყოველივეს ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ.
აუცილებლად მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. ვიტრაბახებთ იმით, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მეტროთი.
იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს ადამიანი ირაკლის სახით, არსებობს გამგეობა, ადგილობრივი თვითმართველობა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე მიხვიდეთ. იცოდეთ, რომ ზურგს გიმაგრებთ თქვენი რაიონის გამგეობა, ასევე, ზურგს გიმაგრებთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, მერიის სახით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს კომპეტენციაში და შესაძლებლობებში შედის", - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზენტაციაზე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა განხორციელებულ პროექტებზე და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.
"მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად და მათი ჩართულობით, ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. რაიონის განაშენიანებისა და რელიეფის გათვალისწინებით, საკმაოდ რთული გამოწვევები გვქონდა. ყველა საკითხს ორ წელში ვერ გადავჭრიდით, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოვუგვარეთ მოსახლეობას. ჩვენთვის პრიორიტეტია გზების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მიზნით გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, სკვერების, რეკრეაციული ზონებისა და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა. რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ასეთი პროექტების განხორციელებას", - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
2018-2019 წლებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაო 100 მისამართზე შესრულდა. აქედან 35 ქუჩა, ასევე, შესახვევი და ჩიხი კაპიტალურად შეკეთდა. გზის საფარი ჯამში, 130 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.
გრუნტის დამჭერი, საყრდენი კედლები 32 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა; ასევე რეაბილიტაცი ჩაუტარდა 23 სპორტულ მოედანს; მოეწყო ორი ახალი რეკრეაციული სივრცე, ხოლო 8 მისამართზე არსებულ სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 32 მისამართზე საბავშვო ატრაქციონები, 23 ლოკაციაზე კი სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 242 მისამართზე განხორციელდა.
40 000-მდე მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება გაეწია. აგრეთვე, გამგეობის დაფინანსებით, 27 კულტურულ-გასართობი, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
2018-2019 წლების განმავლობაში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში 34 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ანგარიშის წარდგენას, რაიონის მცხოვრებლებთან ერთად, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, დედაქალაქის მთავრობის წევრები, ასევე, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა