logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კახა კალაძე:   ისტორიულად ევროპის  ნაწილი  და ამ დიდი  ოჯახის  წევრი ვართ
კახა კალაძე: ისტორიულად ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის წევრი ვართ
17:24 14.12.2019
"გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვირდების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა"-ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე განაცხადა.
კალაძემ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
"ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო, ახალგაზრდებო - მოგესალმებით!

გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვირდების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც ეს მასშტაბური შეხვედრა - ღონისძიება იმართება.

ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფვით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი?

და საერთოდ, რა არის ჩვენთვის ევროპა?!

პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს.

ევროპა - თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია.

ეს კი ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა.

ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა მსოფლიოში ერთერთი უძველესი ერი და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გაადაატანინებს ჩვენს ქვეყანას.

დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი საყრდენის - თავისუფლების და ტოლერანტობის ცენტრია ევროპა, ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის გამო ვართ ისტორიულად ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის წევრი.

ევროპა საქართველოს სახლია.

მინდა პირად მაგალითზე გითხრათ, რომ როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყაროდან, ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, მილანში ჩავედი სათამაშოდ, მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა ამ უცხო ენობრივ, უცხო კულტურულ სივრცეში თავის დამკვიდრება.

თუმცა, ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ქართველისთვის ეს არ არის უცხო სივრცე და გარემო.

მეტიც, ძალიან ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი, ისინი ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, მათაც ზუსტად ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრების გვერდში დგომა და ისინიც ზუსტად ჩვენსავით აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას თუ საერთო საქმისთვის თავდადებას.

ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მე მაშინ დავინახე, ეს იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები.

იქ ადამიანის შრომას და საქმისათვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებდნენ, ჩვენთან კი, 70 წლიანმა რეჟიმმა შრომისა და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა.

თუმცა,დღეეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, ეს დამოკიდებულებაც ყოველდღიურად, თაობიდან თაობამდე უმჯობესდება და დღეს მე, აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით, ვხედავ ნამდვილ გულანთებულ ქართველებს, ენერგიით და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც. დღეს აქ შეკრებილია დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა.

დღეს ჩვენ, უკვე ევროკავშირთან ასოცირებული, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, მაგრამ თითოეულმა ქართველმა, პირველ რიგში, ევროპა საკუთარ თავში, ყოველდღიურ ყოფაში უნდა დავამკვიდროთ და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფიციალურ წევრად ქცევა, უკვე მხოლოდ ფორმალობა იქნება.

ევროპაში, რა თქმა უნდა, უნდა შევიდეთ როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ევროპაში აუცილებლად უნდა შევიდეთ ინდივიდუალურადაც, როგორც თითოეული ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა ამ კულტურულ სივრცეში.

მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია ამ ახალგაზრდობასთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასდროს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას; ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას; ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს; ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს.

ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული.

ევროპელობა არის კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან, თანამოქალაქეებთან, ეს არი საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან აკლია დღეს პოლიტიკურ სპექტრს.

ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მჯერა რომ, თქვენ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები, უფროსი თაობის მიერ ევროპისკენ რთულად, წვალებით გაკვალულ გზაზე წარმატებით გაივლით, საქართველოს ევროპულ ოჯახში თავის ადგილს სამუდამოდ , აუცილებლად დაუმკვიდრებთ.

და დღეს, ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების, დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე წლების, და მათ შორის ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

იმ ოჯახთან, რომელშიც ჩვენი ღირსეული ადგილი მუდმივად გველოდება და თქვენთან, თქვენს თაობასთან ერთად აუცილებლად დავიკავებთ ამ ადგილს ამჯერად უკვე სამუდამოდ, მყარად და რაც მთავარია, ღირსეულად!

გილოცავთ თავისუფალ და ამაყ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს!

ჩვენს ერთობას, ჩემო მეგობრებო წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ერთად ყველა მიზანს მივაღწევთ, გამორჩეულ ადგილს დავიმკვიდრებთ ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც! ყოველთვის ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა