logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
16:21 13.12.2019
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 74-ე საზოგადოებრივი ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში გახსნა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში კომფორტულ გარემოში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდება.

ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ანა ჩერნიშოვა, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები.

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ, დონორი ორგანიზაციის − გაეროს განვითარების პროგრამის − (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანა ჩერნიშოვამ.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტები წარმოადგენს. ყაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისის სწრაფად, კომფორტულ გარემოში მიღებას. დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად მარნეულში უწევდათ ჩასვლა. საზოგადოებრივი ცენტრი ყაჩაღანისა და მიმდებარე 6 სოფლის − თაქალოს, ხაჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს. მომხმარებელს ადგილზე შეეძლება, მიიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკადასტრო გეგმის მომსახურება და სხვა. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს სოფლიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. „მაგთისა“ და „ლიბერთის“ ოფისები ყაჩაღანში დღემდე არასდროს ყოფილა.

საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს. სოფლად მცხოვრებთა სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისათვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების საუკეთესო საშუალებაა.
საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც.

ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების“ მხარდაჭერით განხორციელდა. გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP), შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის − ყაჩაღანისა და ჭრებალოს − მშენებლობა დააფინანსეს. შესაბამისი ხელშეკრულება გაერო-ს განვითარების პროგრამასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 26 თებერვალს გაფორმდა.
საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა