logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუდოლფ კნოლი: გერმანელი ექსპერტები ქართული ღვინით აღფრთოვანებულები არიან
რუდოლფ კნოლი: გერმანელი ექსპერტები ქართული ღვინით აღფრთოვანებულები არიან
11:04 13.12.2019
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.

პრეზენტაციას გერმანული ღვინის ჟურნალის „VINUM”-ის მთავარი რედაქტორი და ღვინის ცნობილი ექსპერტი რუდოლფ კნოლი უძღვებოდა. ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, დარგის ექსპერტები, იმპორტიორები და მედია-ექსპერტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა.

რუდოლფ კნოლის შეფასებით, გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„გერმანია არის ღვინის ქვეყანა და ძალიან კარგი ბაზარი. იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ გერმანიაში შემოსვლა და თავისი თავის წარდგენა, არა მხოლოდ კარგი ღვინო უნდა წარადგინონ, არამედ ძალიან კარგი პრეზენტაციაც უნდა გაუკეთონ საკუთარ ქვეყანას. საქართველოს საამისოდ ყველანაირი შანსი აქვს. დღეს წარმოდგენილი საზოგადოება იყო მედიის სფერო და სომელიეები, ყველა იყო აღფრთოვანებული, იმით რაც გასინჯეს და მოისმინეს. ძალიან მოეწონათ საფერავის ჯიში, რომელსაც გერმანიაში არ იცნობენ. საფერავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გერმანულ ბაზარზე, თავისი უძველესი ისტორიიდან გამომდინარე. ვფიქრობ რომ საქართველო თუ განაგრძობს თავისი ქვეყნის ასეთ პრეზენტაციას ევროპის ბაზარზე, ეს ძალიან წარმატებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნა გერმანელმა ღვინის ექსპერტმა.

გერმანია ქართული ღვინის მზარდ და მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 615 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა