logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში ,,მწვანე ჯილდოს’’ მეორე ეტაპი იმართება
თბილისში ,,მწვანე ჯილდოს’’ მეორე ეტაპი იმართება
17:21 12.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ იმართება.

კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წელს უკვე მეორედ ატარებს, მიზანად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც სწავლებაში აქტიურად იყენებენ “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე.

აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ის უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებებში.

2018 წლის ,,მწვანე ჯილდოსაგან’’ განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აღმზრდელ-პედაგოგებსა და მეთოდისტებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან.

კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპის ერთი ნაწილი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, დასავლეთის რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეებისთვის, მეორე ნაწილი კი თბილისში, მონაწილეებისთვის თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. შერჩეულმა კანდიდატებმა კონკურსის მეორე ეტაპზე მათ მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები, ხოლო ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა