logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხატია წილოსანი USDA-ის ინიციატივით გამართულ შეხვედრას თემაზე „საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების დახვეწა სურსათის უვნებლობის სფეროში” დაესწრო
ხატია წილოსანი USDA-ის ინიციატივით გამართულ შეხვედრას თემაზე „საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების დახვეწა სურსათის უვნებლობის სფეროში” დაესწრო
15:01 12.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ინიციატივით გამართულ შეხვედრას თემაზე „საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების დახვეწა სურსათის უვნებლობის სფეროში” დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის, ასევე ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაუმჯობესების მხარდაჭერისთვის.

„ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, აუცილებელია ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაუმჯობესება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების სისტემის განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით ლაბორატორიული შესაძლებლობები“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ SPS სტანდარტებზე დაფუძნებული სამეცნიერო მეთოდების დანერგვის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო კარგ მარეგულირებელ პრაქტიკას (GRP), როგორც უმთავრეს ელემენტს, საქართველოში SPS სტანდარტების დანერგვისთვის. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ სურსათის უვნებლობის სისტემის უკეთ რეგულირებისთვის რისკის წინასწარ განსაზღვრას განსაკუთრებული როლი ეკისრება.

2005 წლიდან, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ტექნიკური დახმარების არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ეხმარება საქართველოს WTO–ს ვალდებულებების შესრულებაში.

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის (RAPDI) მხარდაჭერით გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა